რადიო ქალაქის პირველი ფაზის განვითარება დასრულდა, BMG-იც ეტაპობრივად მიყვება პროექტს და სიახლეებს ახლა ჩვენი ეთერით მოვისმენთ. რაც შემიძლია ახლა ვთქვა და ვიცით, ტერიტორია ამ ეტაპზე სარეკრეაციო, სამუშაო, საკონცერტო, საგამოფენო და გამაჯანსაღებელ სივრცეებს აერთიანებს. მოეწყო საერთო სამუშაო სივრცე, რესტორანი, საღონისძიებო ადგილი და პადელის კორტები. რადიო ქალაქი აჭარა ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია და ის ურბანულ გარემოში დინამიკური და მულტიფუნქციური სივრცის მოწყობას ითვალისწინებს. გლდანისა და მუხიანის კვეთაზე მდებარე რადიო ქალაქი შეიქმნა ადგილობრივი სპეციფიკისა და საჭიროებების გათვალისწინებით.
სტუმარი: ანი დაბრუნდაშვილი - "რადიო ქალაქის" მმართველი დირექტორი