მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ და „თურქეთის ავიახაზების“ პროექტის გამარჯვებულები დედების სანახავად საზღვარგარეთ გაემგზავრებიან

რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ და „თურქეთის ავიახაზების“ სოციალური პროექტი „ბედნიერების მარათონი – დედის დღე „თურქეთის ავიახაზებთან“ ერთად“ დასრულდა. 1-თვიან კამპანიაში მონაწილეობა იმ ადამიანებმა მიიღეს, ვისაც დედა ან შვილი ემიგრაციაში ჰყავთ. მონაწილეები წერილებს თავისი ისტორიებით, რადიო ფორტუნაში აგზავნიდნენ, კამპანიის ბოლოს კი გამოვლინდა 4 წერილი, რომელსაც ყველაზე დიდი გამოხმაურება ქონდა, ხოლო წერილების ავტორები თურქეთის ავიახაზებისგან ბილეთებით დაჯილდოვდნენ და მიეცათ შესაძლებლობა ნებისმიერ, მათთვის სასურველ დროს დედების სანახავად გაემგზავრონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები