"რადიოქალაქი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება თბილისში“, - ამბობს, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე. რადიოქალაქის განთავსება მუხიანში იგეგმება.
კალაძის თქმით, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორია დაახლოებით 10 ჰექტარზეა გადაჭიმული, სადაც რადიოქალაქის პროექტის განხორციელება და იქნება ადგილი მწვანე ზონებით, შემეცნებითი და საგანმანათლებლო სივრცეებით, სპორტულ-გამაჯანსღებელი ცენტრებითა და კაფე-ბარებით.

























