მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რადიოქარხნის" პრივატიზებაზე აუქციონი ივნისის დასაწყისში გამოცხადდება

5cd6a5b035db8
ლიკა გურაბანიძე
11.05.19 18:00
1999

„რადიოქარხნის“ ტერიტორიის პრივატიზებაზე ივნისის დასაწყისში აუქციონი გამოცხადდება. ამის შესახებ BM.GE-ს თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ განუცხადა.

ბასილაიას განცხადებით, „რადიოქალაქის“ პროექტი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შეფასებისთვის გადაეგზავნა.

„აუქციონი ელექტრონული იქნება და პრივატიზების შემდეგ ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორია სამუდამოდ ერთი კერძო კომპანიის მმართველობის ქვეშ მოექცევა,“ - განაცხდა ანდრია ბასილაიამ.

რაც შეეხება გენგეგმას და პროექტში არსებულ ცვლილებებს, ბასილაიას თქმით, ინვესტორი მასში ძირეულ ცვლილებებს ვერ შეიტანს და მას გენგეგმის ფარგლებში მხოლოდ ტერიტორიების კორექტირება შეეძლება.

"ამით ის იდეა, რომ „რადიოქალაქის“ ტერიტორია საზოგადოების თავშეყრის ადგილი უნდა იყოს, უცვლელი რჩება"-აცხადებს ბასილაია.

„რადიოქალაქის“ პროექტის ჯამური ღირებულება 50 მლნ აშშ დოლარია. მუხიანში დაგეგმილი პროექტის ფარგლებში მოიაზრება ახალი მიზიდულობის ცენტრის შექმნა, რომელშიც გაერთიანებული იქნება სავაჭრო სივრცე, სპორტული მოედნები, აუზი, ბავშვთა გასართობი ზონა და სხვა.

ადგილზე 200 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები