მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„რადიოქირურგია გამანაიფი კავკასიაში” სიმპოზიუმი - თბილისი 2025

სასტუმრო „ბილტმორში“ „ავერსის კლინიკის“ მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „რადიოქირურგია გამანაიფი კავკასიაში“ გაიმართა. კონფერენციის მიზანი იყო მსმენელებისთვის თავის ტვინის დაავადებებისა და კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების მკურნალობის რადიოქირურგიული მეთოდის — გამანაიფის გაცნობა, რომელიც თავის ტვინის ქირურგიას განაკვეთის გარეშე უზრუნველყოფს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყვნენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები, ხოლო კონფერენცია გათვლილი იყო ნეიროქირურგებზე, ონკოლოგებზე, ნევროლოგებზე და რადიოლოგებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები