მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რადისონ ბლუ ბათუმს” ახალი გენერალური მენეჯერი ჰყავს

რადისონ ბლუ ბათუმი ახალი გენერალური მენეჯერი
BM. GE
27.09.23 13:58
186

“რადისონ ბლუ ბათუმს”, ახალი გენერალური მენეჯერი ჰყავს. ალექს კობელაშვილი წინანდლის მამულიდან აჭარის რეგიონში გადაინაცვლებს და რადისონ ბლუ ბათუმს და საცხოვრებელ კომპლექს „მწვანე კონცხი ბოტანიკოს“  უხელმძღვანელებს.

ალექს კობელაშვილი “სილქ ჰოსფითალითის” გუნდს 2020 წლიდან შეუერთდა, მას აქვს სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში 13 წლიანი გამოცდილება. ალექსი ბოლო 2 წლის განმავლობაში წინანდლის მამულის „რადისონ ქოლექშენ” -ის გენერალური მენეჯერის პოზიციას იკავებდა, იქამდე კი იმავე სასტუმროში იყო საოპერაციო მენეჯერი.

„ ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო რადისონ ბლუ ბათუმის გენერალური მენეჯერი, ეს სასტუმრო ქალაქის სიმბოლოა, მასზე ლეგენდარულმა იტალიელმა არქიტექტრომა - მიკელე დელუკიმ იმუშავა და მას წლების განმავლობაში მართავს საუკეთესო გუნდი. ბათუმი ჩემთვის მშობლიური ქალაქია, მე აქ გავიზარდე და კარგად მახსოვს ამ სასტუმროს გახსნა და როგორ დადებითად იმოქმედა მან მთლიანად ქალაქის და რეგიონის ტურიზმის განვითარებაზე. დარწმუნებული ვარ ჩემს გუნდთან ერთად კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწევთ.

სასტუმროს პარალელურად, ჩემი პასუხისმგებლობა იქნება სილქ დეველოპმენტის შეუდარებელი პროექტის - მწვანე კონცხი ბოტანიკოს მართვა და ბინის მფლობელებისათვის ხუთ ვარსკლავიან სერვისის შევთავაზება.

გამოცხადებული ნდობისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა სილქ ჰოსპიტალიტის გუნდს და დამფუძნებლებს“ - ალექს კობელაშვილი

168 ნომრიანი სასტუმრო რადისონ ბლუ ბათუმის არქტიტექტურა ცნობილ იტალიელ დიზაინერსა და არქიტექტორს მიკელე დე ლუკის ეკუთვნის.  სასტუმრო სილქ როუდ ჯგუფის ერთ-ერთი წარმატებული დეველოპერული პროექტია, რომელიც ბათუმში 2011 წელს გაიხსნა.

რადისონ ბლუ ბათუმი საკუთარ თავში აერთიანებს, 2 რესტორანს, 3 ბარს, ღია და დახურული აუზებს, თანამედროვე საკონფერენციო დარბაზებს, სპა და ფიტნეს ცენტრს, კაზინო ივერიას.

სასტუმროს მართვას ახორციელებს სილქ ჰოსპიტალიტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები