მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რადისონ ბლუ თბილისი“ World Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა

„რადისონ ბლუ თბილისი“ World Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
15.03.24 18:15
1471

„რადისონ ბლუ თბილისი“ ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილი საერთაშორისო დაჯილდოების, World Travel Awards 2024-ის გამარჯვებულია.

ხუთვარსკვლავიანმა „რადისონ ბლუ თბილისმა“, საქართველოს წამყვანი ბიზნეს-სასტუმროს წოდება შეინარჩუნა და ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა Georgia’s Leading Business Hotel-ის კატეგორიაში.

2024 წლის საერთაშორისო ტურიზმის დაჯილდოების რიგით 31-ე ცერემონიის მასპინძელი გერმანია, ბერლინი იყო. აღსანიშნავია, რომ World Travel Awards 2023 ბათუმში ჩატარდა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და გრანდიოზული ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიალი 1993 წლიდან იმართება. მასში მონაწილეობას ათასობით ნომინანტი იღებს, მათ შორის წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები და ა.შ.

236-ნომრიანი პრემიუმ სასტუმრო, „რადისონ ბლუ თბილისი“ ოფიციალურად 2009 წელს გაიხსნა და უკვე წლებია ბაზარზე წარმატებით ოპერირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები