მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Radisson Hotel Group აღმოსავლეთ ევროპაში პირველ Radisson RED-ს, ისტორიული თბილისის ცენტრში, საქართველოში ხსნის

რედისონი
BM. GE
04.08.23 10:43
122

აღმოსავლეთ ევროპაში პირველი სასტუმრო Radisson RED უკვე თბილისშია! ის მდებარეობს დავით აღმაშენებლის გამზირზე, ყოფილი ფოსტის, 100 წლის წინანდელ შენობაში. Radisson RED Tbilisi აერთიანებს კულტურას, ისტორიას და თანამედროვე დიზაინს. სასტუმრო კულინარიული დანიშნულების ადგილიცაა. ხოლო, მოდერნისტული და მყუდრო Posta Restaurant & Bar-ის მეშვეობით, ის გვთავაზობს ქართული, აზიური და საერთაშორისო გემოების ნაზავს. ადგილი ასევე სოციალური ცენტრის ფუნქციას ასრულებს თავისი უნიკალური სტილით, დინამიკური ატმოსფეროთი და მეგობრული სერვისით.

საქართველო ცნობილია თავისი ტრადიციული არქიტექტურით, გასტრონომიით, ხელოვნებითა და განსაცვიფრებელი მდებარეობით, სადაც კავკასიის მთები ეგებება შავი ზღვის სანაპიროებს. ქვეყნის დედაქალაქი, თბილისი ასახავს ქალაქის მრავალწლიან და თავგადასავლებით სავსე ისტორიას. მისი არაერთგვაროვანი არქიტექტურა მოიცავს აღმოსავლეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებს, ორნამენტულ შენობებს, საბჭოთა მოდერნისტულ კონსტრუქციებს და ისტორიულ, ქვაფენილით მოპირკეთებულ, ძველ ქალაქს. თბილისს ამშვენებს ღირსშესანიშნაობები, როგორებიცაა: მშვიდობის ხიდი, თბილისის სამების საკათედრო ტაძარი და ნარიყალა. ეს უკანასკნელი გახლავთ მე-4 საუკუნის რეკონსტრუირებული ციხე, რომელიც გადაჰყურებს ქალაქს. გარდა ამისა, მუზეუმები და თეატრები, როგორებიცაა: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ეროვნული გალერეა და ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი, მარჯანიშვილის თეატრი, ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო ახალი თეატრი, რუსთაველის თეატრი და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი. ყველაფრის ნახვა შესაძლებელია როგორც დღისით, ასევე ღამით, როცა ქალაქი განათებისგან სხვა სიცოცხლეს იძენს.


ახალი Radisson RED Tbilisi-ის თვალწარმტაცი ადგილსამყოფელი, ისტორიული ფოსტის შენობა, თარიღდება 1920-იანი წლებით და გამოსახულია შთამბეჭდავი ფასადი ჭრელი რკინის აივნებით და თანამედროვე, შავი, კრიტალის სტილის ფანჯრებით. მას აქვს იდეალურად ახლო მდებარეობა ქალაქის მნიშვნელოვან კულტურულ დაწესებულებებთან და ქმნის ბაზას, რომლითაც შეგიძლიათ ადგილობრივ ატმოსფეროს ეზიაროთ. Radisson RED Tbilisi სტუმრებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას შეიმეცნონ ქალაქის მდიდარი ისტორია, ხელოვნება და გასტრონომია თავად სასტუმროში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. 4-სართულიანი სასტუმრო მოიცავს 111 ნომერს სტანდარტულიდან ლუქსის ჩათვლით. ყოველ მათგანში შეხვდებით Radisson RED-ის საფირმო დიზაინს, რომელიც თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი. აქ სტუმრებს შეუძლიათ იხილონ: ადგილობრივი მხატვრების ისტორიული თბილისიდან შთაგონებული ნახატების სერია, აივნები უნიკალური თბილისური დიზაინით ე.წ „შუშაბანდი“, ტრადიციული „იტალიური ეზო“ და სხვა დეკორატიული დეტალები, რომლებიც Radisson RED-ის ხელწერაა, როგორც წითელი ტელეფონები. Radisson RED Tbilisi-ს აქვს სამი სრულად აღჭურვილი შეხვედრების ოთახი 70-მდე ადამიანისთვის, რომელიც იდეალურია ღონისძიებებისა და კერძო შეხვედრებისთვის. ხოლო, ეზო 500 სტუმარს იტევს.

Radisson RED Tbilisi-ის პირველ სართულზე განთავსებულია Posta Restaurant & Bar, რომელშიც წარმოდგენილია ტრადიციული ქართული, აზიური და საერთაშორისო გემოები. Posta არის სასტუმროს სოციალური ცენტრი, სადაც სტუმრები და ადგილობრივები ერთმანეთს ხვდებიან, სადილობენ და სასმელს მიირთმევენ. თბილ დღეებში სტუმრებს შეუძლიათ ეზოში, ღია ცის ქვეშ ივახშმონ, დაისვენონ ან შეხვდნენ მეგობრებს, შეუკვეთონ კერძები, სასმელები და დატკბნენ ადგილობრივი გარემოთი. რესტორნის გუნდს ხელმძღვანელობს თინა ვაშაკიძე, მასწავლებელი საქართველოს კულინარიის აკადემიაში, ამავე აკადემიის გამოცდილ კოლეგებთან ერთად.

ანტუან მუბარაკი, თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და აღმოსავლეთ ევროპის Radisson Hotel Group -ის რეგიონული დირექტორი ამბობს: „Radisson RED ბრენდი და თბილისი ერთმანეთს იდეალურად შეეფერება. სასტუმრო მდებარეობს ქალაქის ერთ-ერთ მთავარ გამზირზე, რომელსაც აქვს ცოცხალი ატმოსფერო და ენერგია. ყოფილი ფოსტის ისტორიული შენობა მასშტაბურად განახლდა Radisson RED Tbilisi-ის გახსნამდე. ჩვენმა გუნდმა ძალიან ბევრი იმუშავა ადგილობრივებისა და ვიზიტორებისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შესაქმნელად და ჩვენ მოუთმენლად ველით მათთან შეხვედრას.

ჰუსნუ ტაიანჯი, Radisson RED Tbilisi-ის რეგიონული მენეჯერი ამბობს: „როდესაც პირველად ვნახე Radisson RED Tbilisi-ის გეგმები, შემიყვარდა შენობის ისტორია და მომეცა სურვილი, შემექმნა ისეთი ცხოვრების წესი, რომელიც სტუმრებს აგრძნობინებდა დადებით ენერგიასა და თბილისის შესანიშნავ ატმოსფეროს. მინდა, მადლობა გადავუხადო საინვესტიციო ჯგუფს- Telegraph Company, კერძოდ, კნიაზ დაესანის ამ უნიკალური პროექტის თბილისში ჩამოტანისთვის. საკმაოდ შრომატევადი იყო ისტორიული შენობის განახლებისას მისი ორიგინალური სახის შენარჩუნება, რაშიც 28 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. ეს კი, ბრწყინვალე შესაძლებლობაა ადგილობრივთა დასაქმებისთვის.”

აღმოაჩინეთ მეტი იმის შესახებ, თუ რატომ უნდა იყოს Radisson RED Tbilisi თქვენი ბაზა შემდეგ ჯერზე, როდესაც ქალაქს ეწვევით, Radisson Hotels ბლოგზე.


RADISSON HOTEL GROUP
 
Radisson-ის ბრენდების ოჯახი შეიძლება მოიძებნოს მსოფლიოს მასშტაბით 120-ზე მეტ ქვეყანაში, ამჟამად 1700-ზე მეტი სასტუმრო ოპერირებს და ან გახსნის პროცესშია. Radisson Hotel Group ახორციელებს ბიზნესს EMEA-სა და APAC-ში 1150-ზე მეტი სასტუმროს ექსპლუატაციისა და განვითარების თვალსაზრისით. საერთაშორისო სასტუმროების ჯგუფი იმატებს პორტფოლიო მნიშვნელოვნად ზრდის შედეგად. ჯგუფის ყოვლისმომცველი ბრენდის საქმიანობის პირობაა:  „ყოველი მომენტი მნიშვნელოვანია” -ხელმოწერით Yes I Can! დიახ, მე შემიძლია!.
 
Radisson-ის ბრენდების პორტფოლიო მოიცავს Radisson Collection, art'otel, Radisson Blu, Radisson, Radisson RED, Radisson Individuals, Park Plaza, Park Inn by Radisson, Country Inn & Suites by Radisson და prizeotel გაერთიანებული ერთი კომერციული ბრენდის ქოლგის Radisson Hotels – ის ქვეშ.
 
Radisson Rewards არის Radisson Hotel Group-ის ლოიალობის პროგრამა, რომელიც მომხმარებელს ამაღლებულ განწყობას, რაც ყოველ მომენტს მნიშვნელობას ანიჭებს-  „ყველა მომენტი ღირებულია“. როგორც სექტორის გამარტივებული პროგრამა, წევრები სარგებლობენ განსაკუთრებული უპირატესობებით და შეუძლიათ მიიღონ მათი უპირატესობები პირველივე დღიდან ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის, წყნარი ოკეანის სასტუმროების ფართო სპექტრში.

Radisson Meetings გთავაზობთ მორგებულ სერვისებს ნებისმიერი ღონისძიებისთვის ან შეხვედრისთვის, მათ შორის ჰიბრიდული გადაწყვეტილებებისთვისაც, რომლებიც სტუმრებს და მათ საჭიროებებს პასუხობს.


Radisson Meetings ემყარება სამ კორპორაციულ პრინციპს: პერსონალურს, პროფესიონალურსა და დასამახსოვრებელს, ბრწყინვალე მახასიათებლების გათვალისწინებით და ცალსახად, 100%-ით ნახშიროჟანგისგან ნეიტრალური.
 
Radisson Hotel Group-ში ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, საზოგადოებასა და პლანეტაზე.
მიზნად ვისახავთ, ვიყოთ ნახშიროჟანგისგან სრულად თავისუფალი 2050 წლისთვის უნიკალური გადაწყვეტილებებით, როგორიცაა 100% კარბონნეიტრალური Radisson Meetings, ჩვენ ვამარტივებთ მდგრად სასტუმროში სერვისის მიღების შესაძლებლობას. მდგრადი მოგზაურობის არჩევანის გასაადვილებლად, ჩვენი ყველა სასტუმრო დამოწმებულია Hotel Sustainability Basics-ის შესაბამისად.
 
სტუმრების და გუნდის წევრების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება რჩება Radisson Hotel Group-ის მთავარ პრიორიტეტად. ჯგუფის პორტფოლიოს ყველა ფასეულობა ექვემდებარება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს, რაც უზრუნველყოფს, რომ ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ ჩვენს სტუმრებსა და გუნდის წევრებზე.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს კორპორაციულ ვებსაიტს ან დაუკავშირდით Radisson Hotels-ს:
 
LinkedIn | Instagram | Twitter | Facebook | YouTube

RADISSON RED-ის შესახებ:
 
Radisson RED არის (მაღალი კლასის) ძვირად ღირებული სასტუმროს ბრენდი. 
ბრენდი სტუმართმოყვარეობას აცოცხლებს არაფორმალური სერვისების მეშვეობით, სადაც ყველაფერი სტუმარზეა მორგებული: სოციალური სცენა, რომელიც ელოდება გაზიარებას და ელეგანტური საჯარო სივრცეები გამორჩეული დიზაინით, რათა შთააგონოს ჩვენი სტუმრები. 
Radisson RED -ის სასტუმროები შექმნილია ჩვენი სტუმრების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, მათთვის უსაზღვრო შესაძლებლობების მინიჭებითა და მარტივად გადართვის ბიზნესსა და სიამოვნებას შორის.
 სტუმრებსა და პროფესიონალ ბიზნეს პარტნიორებს შეუძლიათ გაიუმჯობესონ თავიანთი გამოცდილება Radisson RED-ში, Radisson Rewards-ში მონაწილეობით- ლოიალობის საერთაშორისო პროგრამაში, რომელიც გთავაზობთ განსაკუთრებულ სარგებელსა და ჯილდოებს.
 
Radisson RED არის Radisson-ის ბრენდების ოჯახის წევრი, რომელიც ასევე მოიცავს Radisson Collection-ს, art'otel-ს, Radisson Blu-ს, Radisson-ს, Radisson Individuals-ს, Park Plaza-ს, Park Inn by Radisson-ს, Country Inn & Suites by Radisson-ს და Prizeotel-ს, რომელიც გაერთიანებულია ერთი კომერციული ქოლგის - Radisson Hotels-ის ქვეშ.
 
დაჯავშნისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს. ან დაუკავშირდით Radisson RED-ს:
 
LinkedIn | Instagram | Twitter | Facebook | YouTube

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები