მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რაგბის კავშირი სახელმწიფოსგან ₾10 მილიონს მიიღებს - განკარგულება

რაგბის კავშრი

მთავრობის განკარგულებით, საქართველოს რაგბის კავშირი 10 მილიონი ლარის ფინანსურ დახმარებას მიიღებს.

დოკუმენტის თანახმად, თანხის გადარიცხვა განხორციელდება საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ 2025-2026 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან.

დაფინანსების მიზანია 2023-2025 წლებში რაგბის კავშირის მიერ გაწეული ფაქტობრივი ხარჯების ანაზღაურება, აგრეთვე სხვადასხვა კრედიტორების მიმართ არსებული დავალიანებებისა და ვალდებულებების დაფარვა. როგორც მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, ხარჯები თავდაპირველად არ იყო გათვალისწინებული სამინისტროს შესაბამის საბიუჯეტო ასიგნებებში

"ქართული ოცნების" პრემიერის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში წერია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს სპორტის სამინისტროს წინადადების საფუძველზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები