საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახი გორის რაიონში ცხოვრობს. სახელმწიფო ფულად სოციალურ შემწეობას ყოველთვიურად გორში მცხოვრებ 4 498 ოჯახს ურიცხავს. მეორე ადგილზე ჭიათურის რაიონია, სადაც ფულადი დახმარების მიმღები 3 127 ოჯახია. ხოლო გურჯაანის რაიონში თვიდან თვემდე შემწეობით თავი 3 031 ოჯახს გააქვს.
სოციალური დახმარების მიმღები ოჯახების რაოდენობით ლიდერობენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში ამბროლაურის რაიონი (1 726 ოჯახი), გურიაში - ლანჩხუთის რაიონი (1 517 ოჯახი), მცხეთა-მთიანეთში დუშეთის რაიონი (2 564 ოჯახი), სამეგრელო-ზემო სვანეთში - ზუგდიდის რაიონი (2 436 ოჯახი), სამცხე-ჯავახეთში ბორჯომის რაიონი (787 ოჯახი), ქვემო ქართლში - რუსთავი (2 849 ოჯახი), აჭარაში - ქობულეთის რაიონი (1 798 ოჯახი).

























