„რაკია ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ავსტრიულ კომპანიას - VI2-ს, არ გააჩნია სარჩელის აღძვრის კანონიერი უფლება, ვინაიდან იგი არ წარმოადგენდა მხარეს სასტუმროს შესყიდვასთან დაკავშირებით არსებულ თავდაპირველ გარიგებაში, არ გახლდათ ჩართული ამ საქმეში, შესაბამისად, ვერ განიცდიდა დანაკარგს.
„კომპანია „რაკია ჯორჯია“ წუხილს გამოთქვამს დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“-ს შესახებ მიმდინარე სასამართლო დავას.
თავდაპირველი გარიგების განხორციელება არ მოხერხდა, რადგან მყიდველმა ვერ შეძლო საფასურის გადახდა და დაირღვა „RAK Hotel Holdings Limited“-თან არსებული კონტრაქტის პირობები. ამასთან, სასტუმროს შესყიდვის მსურველ კომპანიაზე გავრცელდა აშშ-ს მიერ მიღებული საგარეო სანქციები. აქედან გამომდინარე, იგი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.
თვრამეტი თვის განმავლობაში, რაკია უშედეგოდ ცდილობდა არბიტრაჟის გზით საკითხის განხილვას, რაც გათვალისწინებული იყო თავდაპირველი კონტრაქტით. შეთავაზებას არ გამოეხმაურა სასტუმროს შესყიდვის მსურველი კომპანია, შემდგომში არც VI2. აღნიშნული დავა გასაჩივრებულია საქართველოს სააპელაციო საამართლოში, სადაც რაკია იმედოვნებს სიმართლის დამტკიცებას.
თითქმის ათი წელია, რაკია წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორს საქართველოსთვის, მას უამრავი ეფექტური საქმიანობა აქვს წამოწყებული ქვეყანაში.
ამჟამად, „რაკია“ ახორციელებს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“-ს რენოვაციას, რომლის ბიუჯეტიც შეადგენს რამდენიმე ათეულ მილიონ აშშ დოლარს. ეს უმნიშვნელო სარჩელი ვერ შეაფერხებს როგორც სასტუმროს რემონტს, ისე კომპანიის სხვა მრავალ საქმიანობას საქართველოში. კომპანია იმედოვნებს, რომ სასამართლო დროულად მიიღებს გადაწყვეტილებას მიმდინარე დავასთან დაკავშირებით და მოუთმენლად ელის, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის“ გახსნას 2017 წლის დასაწყისში“, - ნათქვამია განცხადებაში.
"სასტუმრო შერატონი $62 მილიონად შევიძინეთ, მაგრამ "რაკია ჯორჯია" წილების გადმოცემაზე უარს ამბობს"
"სასტუმრო შერატონი $62 მილიონად შევიძინეთ, მაგრამ "რაკია ჯორჯია" წილების გადმოცემაზე უარს ამბობს"

























