მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ralph Lauren-ის ზარალმა მოსალოდნელ დანაკარგს გადააჭარბა

5ece97bb5067b
ნათია თაქთაქიშვილი
27.05.20 22:00
1283
მსოფლიოში ცნობილი ბრენდი Ralph Lauren-ი აცხადებს, რომ კომპანიის დანაკარგებმა მოსალოდნელ ზარალს გადააჭარბა, რადგან მაღაზიების უმეტესობა COVID-19-ის პანდემიის გამო დახურული იყო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, ბრენდის წმინდა დანაკარგებმა 249 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა პირველ კვარტალში, ნაცვლად შარშანდელი წლის ანალოგიური პერიოდის 31.6 მილიონი აშშ დოლარისა.

კომპანიის აქციების ღირებულება 68 ცენტით შემცირდა, მაშინ როდესაც ანალიტიკოსები 40 ცენტით შემცირებას ელოდებოდნენ.

პირველი კვარტლის მიხედვით, კომპანიის წმინდა შემოსავალი 15.4%-ით შემცირდა და 1.27 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ Ralph Lauren-ის მაღაზიები იტალიაში, საფრანგეთსა და აშშ-ში მარტის შუა რიცხვებიდან დახურულია და ამჟამად ანახლებენ ოპერირებას. ბრენდი აცხადებს, რომ გაყიდვები ძველ რეჟიმს სავარაუდოდ მალე ვერ დაუბრუნდება, რადგან პანდემიის გამო ეკონომიკა გაურკვევლობასა და რეცესიაშია.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები