ბოლო 5 წლის ფონზე წელს საქართველოში ჩუტყვავილას შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია მოსალოდნელი. წლის პირველ ოთხ თვეში უკვე 3 118 შემთხვევაა დადასტურებული. როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძის აცხადებს თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, წლის ბოლოს 10 ათასამდე შემთხვევა იქნება დაფიქსირებული. ინფორმაციისთვის, ჩუტყვავილას შემთხვევაში 100 000 ინფიცირებულზე გარდაცვალების ერთი შემთხვევა ფიქსირდება, წითელას შემთხვევაში კი 3000 ინფიცირებულს შორის ერთი იღუპება. რას უკავშირდება შემთხვევების ზრდა და როგორია ვაქცინაციის მიმართულებით არსებული სურათი?
სტუმარი: ივანე ჩხაიძე - იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელი;