ნახატების იმპორტით გაზრდილი საგარეო ვაჭრობა. იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 39%-ით გაიზარდა. იმპორტმა 1.6 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 45%-ით მეტია. იმპორტის ასეთი მატება საქართველოში ნახატებისა და ქანდაკებების იმპორტის რეკორდულმა მაჩვენებელმა განაპირობა. იანვარში ქვეყანაში 481 მილიონი დოლარის ღირებულების ნახატები შემოვიდა.რაც შეეხება ექსპორტს. ის 19%-ით გაიზარდა. სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა.