home
category
tv live menu
EN
Loading data...

რამდენ ბავშვს დაუდასტურდა COVID-19 საქართველოში - ამირან გამყრელიძე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 723 დადასტურებული შემთხვევიდან 19 წლამდე ასაკის ინფიცირებულთა რაოდენობა 104-ია.

ამის შესახებ დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„რადგან დღეს ბავშვთა დღეა, მოგახსენებთ ბავშვთა მონაცემებს. 723 გაანალიზებული შემთხვევიდან 19 წლამდე  ასაკის 104 მოქალაქე იყო ინფიცირებული. მათგან 72 ბავშვია - 0-დან 14 წლამდე, რაც ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების 10%-ს შეადგენს, ხოლო 15-დან 19 წლამდე - 32  პაციენტი გვყავდა, რაც ინფიცირებულთა 4.4%-ია“, - განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელმა.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები