მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ ბიზნესსუბიექტს შეუჩერეს საქმიანობა ბოლო 24 საათში? - სტატისტიკა

5fd1e1445ae6b
ვიქტორია მღებრიშვილი
10.12.20 13:00
711
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ საზედამხედველო ორგანოების მიერ ბიზნესსუბიექტების შემოწმების სტატისტიკა წარადგინა.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში ინსპექტირება განხორციელდა 631 ობიექტზე, რომელთაგან ზეპირსიტყვიერი და წერილობითი რეკომენდაცია გაიცა 408 ობიექტზე, დაჯარიმდა - 2, საქმიანობა შეუჩერდა 43-ს. რემონიტორინგი განხორციელდა 156 ობიექტზე. რეკომენდაციების დაცვასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე ჯამში შემოწმდა 22 ობიექტი.

28 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით საზედამხედველო უწყებების მიერ შემოწმებულია 26 231 ობიექტი“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები