მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენ ენერგიას მოიხმარს საშუალო DATA-ცენტრი?

Data-ცენტრები

თანამედროვე სამყაროში მონაცემთა ცენტრები (Data Centers) გლობალური ენერგოსისტემის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტად ჩამოყალიბდნენ. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რამდენად ენერგოინტენსიური პროცესია მონაცემების შენახვა და დამუშავება.

ამჟამად DATA-ცენტრები გლობალური ელექტროენერგიის დაახლოებით 1–3%-ს მოიხმარენ. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში მათი წილი საერთო მოხმარებაში 4–5%-ს აღწევს, რაც დაახლოებით 176 ტერავატსაათს (TWh) უდრის წელიწადში. ეს რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე ზოგიერთი ქვეყნის მთლიანი წლიური ელექტრომოხმარება.

მონაცემთა ცენტრების ენერგომოხმარება მკვეთრად განსხვავებულია მათი ზომისა და დანიშნულების მიხედვით. არსებობს მცირე, საშუალო და ჰიპერმასშტაბური ცენტრები, რომელთა ენერგომოხმარება შეიძლება 100-ჯერ დიდი იყოს.

საშუალო ზომის მონაცემთა ცენტრი, მაგალითად, 500-დან 2 000-მდე სერვერით და დაახლოებით 5 000 – 10 000 კვადრატული მეტრის ფართობით, ჩვეულებრივ 1-დან 5 მეგავატამდე (MW) სიმძლავრეს მოიხმარს.

თუ ასეთი ცენტრი 5 მეგავატზე მუშაობს უწყვეტად, მისი წლიური მოხმარება 43.8 გიგავატსაათის შეადგენს, რაც საშუალოდ 110–170 მეგავატსაათს უდრის დღეში, რაც 15 000 ოჯახის ენერგომოხმარების ტოლფასია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები