მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენ ლარად ყიდულობს ლიტრ საწვავს მთავრობა?

საწვავი ბენზინი

სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2025 წლის მარტის საწვავის შესყიდვების კონტრაქტები მთავრობისთვის. დოკუმენტაციის თანახმად, თებერვალში საწვავის შესყიდვის ფასი ლიტრზე დაახლოებით 20 თეთრით გაიზარდა და ეს ფასი მარტშიც შენარჩუნდება.

2025 წლის მარტის ფასები ასე ნაწილდება:

  • რეგულარი - 2.49 ლარი, იანვრის ფასი 2.31 ლარი;
  • პრემიუმი - 2.51 ლარი, იანვრის ფასი 2.33 ლარი;
  • სუპერი - 2.82 ლარი, იანვრის ფასი 2.62 ლარი.

საქართველოს მთავრობა - სამინისტროები და საჯარო უწყებები საწვავს კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე ქვეყანაში მოქმედი ძირითადი ნავთობკომპანიებიდან ყიდულობენ. მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესასყიდი ფასი, ყოველთვიურად, სპეციალური ფორმულის საფუძველზე ახლდება.

კონტრაქტის მიხედვით, ფასი განისაზღვრება თვის დასაწყისში, წინა თვეში არსებული საშუალო ფასებიდან გამომდინარე. კერძოდ, ხელშეკრულება ეფუძნება თვის განმავლობაში PLATTS EUROPEAN MARKET-ზე დაფიქსირებულ ტონა ბენზინის საშუალო ფასს, ასევე ლარის გაცვლით კურსს, აქციზის და დღგ-ს გადასახადებს. ამ მდგენელებიდან ყოველთვიურად მხოლოდ ორი იცვლება, ესაა Platts-ის ფასი და ლარის კურსი.

ამასთან, კონტრაქტის თანახმად, ფასის გადაანგარიშება ყოველთვიურად ხდება და თუკი ფასის სხვაობა წინა თვესთან შედარებით 3%-ს გადააჭარბებს ის ახალი ფასით იცვლება, 3%-ზე ნაკლები სხვაობის შემთხვევაში კი ავტომატურად წინა თვის ფასი ნარჩუნდება.

    გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

    მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები