მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენ მგზავრს მოემსახურნენ ადგილობრივი აეროპორტები? - სტატისტიკა

64390aaf9963a
მარიამ ვარადაშვილი
14.04.23 12:20
663
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მესტიის აეროპორტი 2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, 2 494 მგზავრს მოემსახურა, რაც 77%-ით მეტია ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა და 100%-ით აღემატება პანდემიამდე, 2019 წლის პირველ კვარტალში მიღებული მგზავრების რაოდენობას.

ამბროლაურის აეროპორტმა 254 მგზავრი მიიღო, რაც 9%-ით ნაკლებია 2022 წლის იანვარ-მარტში მომსახურებული მგზავრების რაოდენობაზე და 30%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობაზე. 2019 წლის იანვარ-მარტთან შედარებით, ნატახტარის აეროპორტში მგზავრთნაკადი 231%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წლის პირველ კვარტალთან მიმართებაში ზრდა 183%-ს შეადგენს. აეროპორტი 4 306 მგზავრს მოემსახურა.

2023 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ჯამში 4 839 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 3 802-ს, ხოლო ჩარტერების - 1 037-ს. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისების რაოდენობა 22%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით აღდგენის მაჩვენებელი 93%-ს შეადგენს.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები