მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენ მილიარდს კარგავენ EU-ს სახელმწიფოები კონტრაბანდული სიგარეტის გამო - PMI-ის კვლევა

თამბაქო

თამბაქოს საერთაშორისო კომპანია Philip Morris International-ის დაკვეთით, საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანია KPMG-იმ ევროპის ბაზარზე კონტრაბანდული თამბაქოს პროდუქციის მოხმარების შესახებ ჩაატარა კვლევა. ანგარიშის თანახმად, ევროკავშირში გასულ წელს 38.9 მილიარდი ღერი კონტრაბანდული სიგარეტი მოიხმარეს, რაც 2015 წლის შემდეგ მაქსიმალური მაჩვენებელია და ეს მთლიანად სიგარეტის მოხმარების 9.2%-ს შეადგენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე ევროკავშირის ქვეყნებმა 14.9 მილიარდი ევროს საგადასახადო შემოსავალი დაკარგეს. აღნიშნული კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, PMI მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს გააძლიერონ ძალისხმევა კონტრაბანდასთან ბრძოლისთვის.

ანგარიშის თანახმად, ფალსიფიცირებული და კონტრაბანდული სიგარეტის მოხმარება ყველაზე მეტად საფრანგეთის ბაზარზე არის კონცენტრირებული, კერძოდ მთლიანად მოხმარებული 38.9 მილიარდი კონტრაბანდული და ფალსიფიცირებული სიგარეტიდან 18.7 მილიარდი ღერი საფრანგეთში მოიხმარეს. ეს ადგილობრივი მოხმარების 38%-ს შეადგენდა.

კონტრაბანდული, ფალსიფიცირებული და სხვა ბაზრისთვის განკუთვნილი სიგარეტის მოხმარება EU-სა და კონკრეტულ ქვეყნებში 2024 წელს - KPMG-ის კვლევა:

ანგარიშის თანახმად, ზოგიერთი ქვეყანა, როგორიცაა ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია და პორტუგალია, უკანონო ბაზრის შემცირების მიმართულებით პროგრესს აღწევს. საბერძნეთში უკანონო სიგარეტის მოხმარება 2024 წელს 6.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.5%-ს მიაღწია, რაც ბოლო ათწლეულის საუკეთესო შედეგია.

PMI-ს განცხადებით, უკანონო ბაზრის გაძლიერებას ხელს უწყობს საგადასახადო ტვირთის მკვეთრი ზრდა, რაც კრიმინალურ ქსელებს აძლევს შესაძლებლობას, დაბალ ფასად და რეგულაციის გარეშე გაავრცელონ სიგარეტი, მათ შორის ყალბი პროდუქცია. კომპანია მოუწოდებს ხელისუფლებებს, მიიღონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეგულაციები, საგადასახადო პოლიტიკის პროგნოზირებადობა და გააძლიერონ თანამშრომლობა სამართალდამცავ უწყებებთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები