საქსტატის ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში კვების ჩვევები თანდათან იცვლება. გასულ წელს გაიზარდა კვერცხის, რძისა და რძის პროდუქტების, ბოსტნეულისა და მარცვლეულის მოხმარება, მაშინ როცა ხორცის რამდენიმე სახეობის მოხმარება შემცირდა. თუმცა კვლევა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ტენდენციასაც ავლენს - მზარდი მოთხოვნის მიუხედავად, ქვეყანა არაერთ პროდუქტში კვლავ იმპორტზეა დამოკიდებული. რა შეიცვალა ქართველების რაციონში და როგორია საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების სურათი.


































