მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად აისახება ვიზიტორების ზრდა სასტუმროების დატვირთულობაზე?

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 6,112,078 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.04%-ით მეტია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურისტულ ვიზიტებში წლიურად 2.3%-იანი ზრდაა. 9 თვეში საქართველოში 4,404,872 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. აღსანიშნავია, რომ 9 თვეში საქართველოში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი მეზობელი ქვეყნებიდან: რუსეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან განხორციელდა. ძირითად ჩამონათვალში ევროკავშირის მხოლოდ ორი ქვეყანა, გერმანია და პოლონეთი ხვდება. 2026 წლის 9 თვეში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 3.8 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 4.4%-იანი ზრდაა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უშუალოდ მესამე კვარტალში ქვეყანამ ტურიზმიდან 1.86 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 12%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მესამე კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 16.6%-ით განისაზღვრა და 310.2 მილიონ დოლარს გაუტოლდა - ზრდა 30%-ია. III კვარტალში გაზრდილია რუსეთიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან მიღებული შემოსავლები. ახლო აღმოსავლეთში ომის ფონზე, შემცირებულია ირანიდან და საუდის არაბეთიდან მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 21.3%-ით, და 31.9%-ით შემცირდა. რამდენად აისახება ვიზიტორების ზრდა უშუალოდ სასტუმროების დატვირთულობაზე?

სტუმარი: პაატა კოკაია - „ინნ ჯგუფის“ დამფუძნებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები