მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად ასახავს ტურიზმის სტატისტიკა რეალობას?

BM.GE
18.07.23 23:35
121
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველ ორ კვარტალში საქართველოს 2,8 მილიონი საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა, რაც პანდემიამდელ პერიოდის მაჩვენებლების 74%-იან აღდგენას წარმოადგენს. მხოლოდ მეორე კვარტალში ქვეყანას 1,6 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია. განსხვავებულ სტატისტიკაზე საუბრობს ტურიზმის სექტორი. სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია "კა გრუპუს" დამფუძნებელი, რომელიც 5 რეგიონში 8 სასტუმროს მართავს, საქმის კურსთან ამბობს, რომ საქართველოში ტურისტები ძირითადად ირანიდან, ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან ჩამოდიან, რაც შეეხება ევროპელ ტურისტებს, მათი წილი მთლიან დატვირთულობაში 10%-ს არ აღემატება. ტურისტების ნაკლებობა იგრძნობა სარესტორნო ბიზნესშიც. როგორც რესტორატორები ამბობენ, პანდემიის მიუხედავად დატვირთვა გასულ წელს უფრო იყო, ვიდრე მიმდინარე სეზონზე. ევროპელი სტუმრები არც რესტორნებში შეიმჩნევა. ბიზნესი ამბობს, რომ სტუმრების 60% პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე მოდის, რომლის ნახევარი რუსები, დანარჩენი კი ყაზახი და სომეხი ვიზიტორები არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები