მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად ძვირია საქართველოში საბანკო სერვისი და პროდუქტები?

რამდენად ძვირია საქართველოში საბანკო მომსახურება - საქსტატის მონაცემებით, მოუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეებში სექტორში ფასები არ შეცვლილა, ოქტომბერში წლიურად მომსახურება მაინც თითქმის 5%-ით გაძვირებული რჩება. თავად საფინანსო სექტორის მოთამაშეთა ნაწილი ფიქრობს, რომ დღეს მომსახურება ძვირია და მისი გაიაფების შესაძლებლობა არსებობს. მათი თქმით, კომერციულ ბანკებს აქვთ შესაძლებლობა, რიგი მომსახურება მომხმარებელს უფრო იაფად შესთავაზონ, რასაც კონკურენტების ნაწილი არ ეთანხმება. ისინი განმარტავენ, რომ საქართველოში საბანკო პროდუქტებისა თუ მომსახურების ფასს ბევრი კომპონენტი განსაზღვრავს და ის შესადარ ქვეყნებზე ძვირი არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები