პრივატიზების პროგრამა იმ მაქსიმალური ტემპებით მიმდინარეობს, რომლის ათვისებაც კერძო სექტორს შეუძლია. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გამოსვლისას დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროგრამის ტემპების დაჩქარებას შეეხებოდა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2019-2023 წლებში სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროგრამით „100 ქონება ბიზნესს“ ბიზნესიდან 0.5 მლრდ ლარზე მეტის მობილიზება მოხდა, ასევე გასულ წელი ძალიან აქტიური იყო და 2 723 აუქციონი ჩატარდა და დაახლოებით 300 მლნ ლარის მობილიზება მოხდა, რაც 100%-ით მეტით შესრულდა გეგმა.