აუდიტორული და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი ხელისუფლებას ურჩევს ყურადღება გაამახვილოს ენერგეტიკისა და რესურსების გამოყენების ეფექტიანობის ინდექსზე, რომლის მიხედვითაც საქართველო 174 ქვეყანას შორის 96-ე ადგილზეა.
მისი განცხადებით, International Business Compass 2018 -ის ფარგლებში კვლევა ამ მიმართულებით პირველად ჩატარდა.
"საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია და ამიტომ მთავრობის ყურადღებას მივაპყრობდი ამ მიმართულებით. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ როგორი შედეგები იქნება მომავალ წლებში, გაუმჯობესდება თუ გაუარესდება მდგომარეობა. აუცილებელია, ხელისუფლებამ გამოიჩინოს ძალისხმევა, იქნება ეს კანონმდებლობისა თუ რეგულაციების დონეზე, რომ რესურსების მართვა ეფექტურად მოხდეს და ქვეყანამ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს მათი გამოყენებით",-აღნიშნა ლალაზაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ international Business Compass 2018 რეიტინგის ერთერთი კომპონენტით-საინვესტიციო მიმზიდველობის რეიტინგით, საქართველო 47-ე ადგილზეა, რაც წინა წლის მაჩვენებლის ანალოგიურია. ესაა გლობალური კვლევა, რომელსაც BDO, ჰამბურგის უნივერსიტეტთან ერთად აკეთებს.

























