ნახევარ წელზე მეტია ფოთსა და კონსტანცას შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყო. ამ მარშრუტით ცენტრალური აზიიდან მომავალი ტვირთები საქართველოს გავლით უმოკლესი გზით უკავშირდება ევროპას. ბორანს სატვირთო ავტომობილებისა და კონტეინერების გადაზიდვის გარდა, მსუბუქი ავტომობილებისა და მგზავრთა გადაყვანის შესაძლებლობაც აქვს. მენეჯმენტ კომპანია აცხადებს, რომ მოთხოვნა ამ მარშრუტზე დიდია, თუმცა გამოიკვეთა გამოწვევებიც. ძირითადი პრობლემები ტვირთის გაფორმების დროს ფიქსირდებოდა, რაც ბორნის დატვირთვას აჭიანურებს. მოგვარდა თუ არა საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული პრობლემები და რამდენად დიდია მოთხოვნა საბორნე მარშრუტზე?
სტუმარი: ნათია გოზალიშვილი - ITMC-ის დირექტორი