მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენად გაიყიდა ლანჩი უორენ ბაფეტთან? - ქველმოქმედების ისტორია

5cf7eb3107a01
ლევან თაღიაშვილი
05.06.19 20:14
937
უორენ ბაფეტის კუთვნილი Berkshire Hathaway-ს ერთი აქციის ფასი 304,000 დოლარია, კომპანიის შემოსავალი კი, 247 მილიარდ 837 მილიონს აჭარბებს. ცხადია, ასეთ ადამიანთან ერთად პირისპირ ლანჩი  უამრავი ადამიანის სურვილია.

სწორედ ამიტომ არსებობს ტრადიცია, როდესაც ადამიანები მილიონობით დოლარს იხდიან იმისთვის, რომ რამდენიმე საათი უორენ ბაფეტის საზოგადოებაში გაატარონ.
გადახდილი თანხა ქველმოქმედებას ხმარდება. ამ ამბის ისტორია ჯერ კიდევ 2000 წელს იწყება, როდესაც ანონიმურმა გამარჯვებულმა ბაფეტთან სადილისთვის მოკრძალებული თანხა, 25 ათასი დოლარი გადაიხადა.

მას შემდეგ ამ საქველმოქმედო აქციის მონაწილე კიდევ ბევრი ადამიანი იყო, თუმცა 9 მათგანმა საკუთარი სახელის გამჟღავნება არ მოინდომა. 20 წლის განმავლობაში ამ ბიზნესმენებმა ჯამში ბაფეტთან სადილში 34 მილიონი დოლარი დახარჯეს. რაც შეეხება ცნობილ სახეებს, ამ სიაში მათ ნაკლებად შეხვდებით.

დევიდ ეინჰორნი, ჯეისონ ჩოო, ჭაო დენიანგი, ტედ ვეშლერი, ენდი ჩუა, ეს იმ ადამიანების მოკლე ჩამონათვალია, რომლებმაც ქველმოქმედებასთან ერთად საღამოს საინტერესოდ გატარებაც მოინდომეს. 2019 წლის აუქციონი რამდენიმე დღის წინ დასრულდა.

მისი გამარჯვებული კრიპტოვალუტების სფეროს უმსხვილესი წარმომადგენელი ჯასტინ სანი გახდა, რომელმაც საღამოში 4 მილიონ 567 ათასი დოლარი გადაიხადა. უორენ ბაფეტი ყოველთვის ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების კრიტიკით გამოირჩეოდა, ასე რომ მათი საუბარი წესით საინტერესოდ უნდა წარიმართოს.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორი კომუნიკაციის და ახსნის შედეგად, ბაფეტი აზრს შეიცვლის ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების შესახებ, ასევე განაახლებს მის საინვესტიციო სტრატეგიას და მის პორტფოლიოში მომავალში აუცილებლად გაჩნდება წილი კრიპტოვალუტებში", - აცხადებს ჯასტინ სანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები