მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად გაიზარდა ბიზნეს ცენტრებში ვაკანტურობა 2020-ში?

602ea3672d26b
თამთა ჯიჯავაძე
18.02.21 23:35
553
2020 წლის მდგომარეობით ვაკანტურობის კოეფიციენტი ყველა კლასის ბიზნეს ცენტრში გაიზარდა. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა A კლასის და არაკლასიფიცირებულ ბიზნეს ცენტრებში. ამის შესახებ Colliers International-ი საოფისე და კომერციული ფართების ბაზრის შეჯამებით მიმოხილვაშია აღნიშნული.

„ვაკანტურობის კოეფიციენტი გაიზარდა 22 და 10 პროცენტული მაჩვენებლით. ვაკანტურობის კოეფიციენტი კვლავაც ყველაზე მაღალია A კლასის ბიზნეს ცენტრებში და 47%-ს შეადგენს. მას მოსდევს C კლასი 24%-ით, არაკლასიფიცირებული ბიზნეს ცენტრები 16%-ით და B კლასი 14%-ით.

თანამედროვე ბიზნეს ცენტრების საშუალო ვაკანტურობის კოეფიციენტი 24%-ს შეადგენს და წინა პერიოდთან შედარებით 10 პროცენტული მაჩვენებლითაა გაზრდილი“, - წერია მიმოხილვაში.

გარდა ამისა, მიმოხილვის მიხედვით 2020 წელს საშუალო შეწონილი იჯარა 3%-ით შემცირდა არაკლასიფიცირებულ ბიზნეს ცენტრებში და კვ.მ-ზე 13.9 აშშ დოლარი შეადგინა. საშუალო შეწონილი იჯარა 3%-ით შემცირდა B კლასის ბიზნეს ცენტრებში, ხოლო 1%-ით A კლასში. აღნიშნული მაჩვენებელი 1%-ით გაიზარდა C კლასის ბიზნეს ცენტრებში და კვ.მ-ზე 11.4 აშშ დოლარს გაუტოლდა.

„პანდემიის პერიოდში დარეგისტრირებული კონტრაქტების საშუალო შეწონილი იჯარა 10%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე. მაჩვენებელი 7% da 19%-ით მაღალია A კლასისა და C კლასის ბიზნეს ცენტრებში და კვ.მ-ზე 24.1 და 13.4 აშშ დოლარს შეადგენს. მაშინ როცა B კლასისა და არაკლასიფიცირებულ ბიზნეს ცენტრებში ახალი/განახლებული კონტრაქტების საშუალო შეწონილი იჯარა, შესაბამისად, 4%-ით და 12%-ით შემცირდა“, - წერია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები