მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რამდენად გვაქვს ტრადიცია, რომ ნაგებობის მშენებლობისას მას იცავდეს გაძლიერებული პოლიცია?" - ქანთარია-გახარიას

5ccab7d12854a
ელენე გოგბერაშვილი
02.05.19 13:23
1221
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ შსს მინისტრს, რომელიც პარლამენში „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება, პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა.

უმრავლესობის დეპუტატს აინტერსებს, რამდენად იყო ინფორმირებული გიორგი გახარია, როცა პანკისში ჰესის მშენებლობის დასაცავად გაიგზავნა პოლიცია.

ქანთარიას ეჭვი აქვს, რომ პანკისელი ხალხის დამოკიდებულება არ იყო მხოლოდ ჰესის მშენებლობით გამოწვეული და ეს დიდი ხნის დაგროვილმა პრობლემებმა განაპირობა.

„ჩვენ რამდენად გვაქვს ტრადიცია იმის, რომ შენდებოდეს ნაგებობა და მას იცავდეს გაძლიერებული პოლიციის კორდონი. ვფიქრობ, რომ - არა. იცოდით თუ არა თქვენ იმის შესახებ, როდესაც პანკისში ჰესის დაწყების დროს, გაიგზავნა იქ 35 თუ 40-მდე პოლიციელი და ვისგან უნდა ყოფილიყო დაცვა; ბუნებრივია, არა დათვებისგან და მგლებისგან, არამედ - ხალხისგან. ვფიქრობ, იყო ნაკლებობა ინფორმაციის და ანალიზის, იგრძნობოდა დეფიციტი ამის და თუ დავუშვათ, ჩვენ გავიხსენებთ იმ სურათს, რაც იმ დღეს ჩვენ ვნახეთ, ეს არა მგონია რომ იყო მხოლოდ ამ ჰესზე დაგროვილი უარყოფითი ენერგია, ეს იყო ვფიქრობ, დიდი ხნის დაგროვილი პრობლემები. თუ იცოდით ამ უარყოფითი მუხტის შესახებ, რატომ გადაიდგა ეს ნაბიჯი და არა სხვა ნაბიჯი, რომლის გადადგმა შემდეგ მოხდა?“ - აცხადებს ნუკრი ქანთარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები