მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენად იცავს ბიზნესი პლასტიკის პარკების შესახებ ახალ წესს

5c6c0d63c9f45
ლევან თაღიაშვილი
19.02.19 18:30
943
პლასტიკის პარკების ახალი რეგულაციის მიხედვით, 1 იანვრიდან 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების გამოყენება აიკრძალა. BM.GE-მ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან ინფორმაცია გამოითხოვა, რომლის მიხედვითაც, ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ,  თბილისსა და ბათუმში ორი საწარმო შემოწმდა.

საწარმოებში პარკის სისქის გადაჭარბება არ დაფიქსირებულა, ორივე შემთხვევაში დარღვევა ნიშანდების წესის არ შესრულება იყო. ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, პარკების კონფისკაცია განხორციელდა. ამჟამად საქმის მასალები გადაგზავნილია შესაბამის რაიონულ სასამართლოებში, თუმცა სასამართლო პროცესები ჯერ არ გამართულა.

უწყების ცნობით, პარკების მწარმოებლების შემოწმება მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

აღნიშნული რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში, კომპანია 500 ლარით ჯარიმდება, პროდუქცია კი კონფისკაციას ექვემდებარება. განმეორებით შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები