საქართველოში საწვავის ხარისხის კონტროლი ნავთობპროდუქტების ბაზრის გამოწვევად რჩება. ეს ეხება როგორც ბენზინს და დიზელის საწვავს, ასევე საავტომობილო ზეთებსა და თხევადი აირის ხარისხს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ხარისხის მაღალი სტანდარტი გააჩნია, საჭიროა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან საწვავის ხარისხის პერმანენტული კონტროლი როგორც საბითუმო, ასევე საცალო ქსელში რეალიზებულ პროდუქტებზე. რამდენად ინტენსიური უნდა იყოს შემოწმებები, როგორ ხდება ბაზარზე განთავსებული პროდუქტების კონტროლი მიმდინარე პერიოდში და რა მიმართულებით გვაქვს შედარებით კრიტიკული მდგომარეობა?
სტუმარი: ვახტანგ იობაშვილი - საქართველოს ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე