მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად მიმზიდველი რჩება თურქეთი ქართველი ტურისტებისთვის?

63fb04fe649cc
მარიამ იზორია
26.02.23 12:34
1681
თურქეთი ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე მიმზდიველი მიმართულებაა. ამას მეზობელი ქვეყნის მიერ 2022 წელს ტურიზიმიდან მიღებული შემოსავალიც მოწმობს, რომელმაც $46.3 მლრდ შეადგინა. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს თურქეთი საქართველოს რეზიდენტებისთვისაც ერთ-ერთი მთავარი სამოგზაურო მიმართულება იყო. საქსტატის მიხედვით, წლის განმავლობაში ჯამში ქვეყნიდან განხორციელებული 1.7 მილიონი ვიზიტიდან 54.1%, ანუ 941.4 ათასი ვიზიტი სწორედ თურქეთის მიმართულებით განხორციელდა.

6 თებერვალს თურქეთში მომხდარმა გამანდაგურებელმა მიწისძვრამ საერთაშორისო მოგზაურებში შეკითხვები გააჩინა. ტურისტებს თურქეთის მიმართულებით მოგზაურობის უსაფრთხოების შესახებ გაუჩნდათ კითხვები - აღნიშნულ საკითხზე CNN-მა ვრცელი სტატია მოამზადა, რომელშიც თურქეთში მოგზაურობის მსურველებს დაზიანებულ აეროპორტებზე ინფორმაცია მიაწოდა და ტურისტულ კომპანიებთან უახლესი ინფორმაციის გადამომების რეკომენდაცია იყო.

როგორც აღვნიშნეთ, მეზობელი თურქეთი ქართველი მოგზაურებისთვისაც ერთ-ერთი საინტერესო და მოთხოვნადი მიმართულებაა, აქედან გამომდინარე თურქეთში ტურისტული ვიზიტების უსაფრთხოების შესახებ კითხვებით BM.GE-მ საქართველოში მოქმედ გამყვან ტურისტულ კომპანიებს მიმართა.

ტურისტულ კომპანია "თრეველ ფაიში" აცხადებენ, რომ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგადად ადგილობრივ ტურისტებს მეზობელ ქვეყანაში უსაფრთხო მოგზაურობის შესახებ კითხვები გაუჩნდათ. ამასთან, დამსვენებლები უახლოეს პერიოდში თურქეთში მოგზაურობისგან თავს იკავებენ, თუმცა ნაადრევი ჯავშნები კვლავ სტაბილურად კეთდება.

“მოგზაურებს უახლოეს პერიოდში თურექთში გამგზავრების შიში გაუჩნდათ, თუნდაც იმ მიმართულებებზე, რომლებიც მიწისძვრის ეპიცენტრთანახლოს არ არის, მაგალითად, სტამბულის. ამასთან ერთად ნაადრევი ჯავშნები, განსაკუთრებით კურორტული ზონების მიმართულებით, კვლავინდებურად კეთდება. უფრო განიხიალავენ გვიან პერიოდს”, - აღნიშნავს “თრეველ ფაის” მარკეტინგის ხელმძღვანელი მარიამ დგებუაძე.

გაყიდულ ტურებზე ჯავშნების გაუქმების ტენდენცია "ჩექინ თრაველშიც" არ ფიქსრიდება. მეტიც, როგორც ტურისტული კომპანიის დირექტორი განმარტავს, თურქეთის საკურორტო ქალაქებში ჯავშნები გაორმაგებულია და ზაფხულის სეზონისთვის წინასწარი ჯავშნები იმაზე ადრე კეთდება, ვიდრე გასულ წელს. კომპანია, წინასწარი პროგნოზით 2023 წლის ზაფხულს, 2019 წლის შედეგების გაუმჯობესებას გეგმავს.

“გაყიდულ ტურებთან დაკავშირებით თარიღის გადაწევის, ან გაუქმები შემთხვევა არ გვქონია. რა თქმა უნდა, იყო კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად უსაფრთხო იყო თურქეთში მოგზაურობა, თუმცა მასობრივი გაუქმებების ტენდენციები არ გვიფიქსირდება. ანტალიის წინასწარი ჯავშნები უკვე დაწყებულია და შემიძლია გითხრათ, რომ ამ პერიოდისთვის გაორმაგებული და გასამმაგებულიც კია. წინასწარი ჯავშნების გაკეთება წელს ყველაზე ადრე დაიწყო, ანტალიის მიმართულებით ნაადრევი ჯავშნები დაახლოებით ერთი თვეა კეთდება, მსგავსი რამ არ გვახსენდება”, - ამბობს ლევან ოსეფაიშვილი.

Pegas Touristik Georgia-ს კომერციული დირექტორი ამბობს, რომ მიწისძვრის შემდგომ მომხმარებელში შეკითხვები გაჩნდა, თუმცა ამის მიუხედავად, საკურორტო ზონების მიმართულებით მოთხოვნა ნარჩუნდება. კომპანიამ ჯავშნების მიღება ნაადრევად დაიწყო და თურქეთში მოგზაურობნის მსურველები ტურებს ამ დროისთვისაც ჯავშნიან. რაც შეეხება ფასებს, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თურქეთის მიმართულებებზე ფასების ზრდა გასულ წელს დაიწყო და 2023 წლის სეზონზეც ფასების შემცირება მოსალოდნელი არ არის.

“მომართვიანობა იყო, რადგან აინტერესებდათ - რა სურათი იქნებოდა მოგზაურობასთან დაკავშირებით, მაგრამ მოთხოვნა არ შემცირებულა, რადგან ეპიცენტრი  ტურისტული ცენტრებიდან მოშორებითაა. ჯავშნების გაკეთება იანვრიდან დავიწყეთ.

რაც შეეხება ფასებს, ვერ ვიტყვი, რომ შარშანდელთან შედარებით ფასები შემცირდება, ამის მოლოდინი არ გვაქვს. თუმცა არც გაძვირებას ველით და შევეცდებით, გასული წლის მარჟა შევინარჩუნოთ”, - განმარტავს Pegas Touristik Georgia-ს კომერციული დირექტორი სალომე ბერაია.

ინფორმაციისთვის: მიწისძვრამ თურქეთში 11 პროვინცია დააზარალა, თურქეთის პრეზიდეტმა კი ამ ზონებში სამ თვიანი საგაგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის მიუხედავად, თურქეთი საქარტველოსთვის და არა მარტო, მიმზიდველ ლოკაციად კვლავ რჩება, ეს კი იმით აიხნსება, რომ მიწისძვრის მთავარი ეპიცენტრი გაზიანთეფი ტურისტული ზონებიდან, მათ შორის ბოდრუმიდან, ანტალიიდან, სტამბოლიდან მოშორებით მდებარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები