თურქეთში მომხდარი მიწისძვრის ფონზე საერთაშორისო მოგზაურებს გაუჩნდათ შეკითხვა - რამდენად უსაფრთხოა თურქეთში ტურისტული ვიზიტის განხორციელება. ამ შეკითხვას სხვადასხვა საერთაშორისო მედია, მათ შორის სიენენი პასუხობდა და მკითხველს განახლებად ინფორმაციებს აწვდიდა. ეს შეკითხვები გაუჩნდათ ქართველებსაც, იმათ ვისაც მოგზაურობა თურქეთში უკვე დაგეგმილი აქვთ. რა მდგომარეობაა ამ მხრივ და როგორ აისახა ეს ქართული ტურისტული კომპანიების საქმიანობაზე?