მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად მიმზიდველია მთის კურორტების უძრავ ქონებაში ინვესტირება?

BM.GE
31.07.23 11:05
121
Galt&Taggart-ის შეფასებით, 2023 წელს, მთის კურორტებზე გაყიდვები შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ბაკურიანში 2023 წლის პირველ ორ კვარტალში 443 ბინა გაიყიდა, მაშინ როდესაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 577 იყო. 

რაც შეეხება გუდაურს, გასული წლის პირველ ორ კვარტალში გუდაურში 256 უძრავი ქონება გაიყიდა, ხოლო მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში - 167. Galt&Taggart-ის მიმოხილვის თანახმად, 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით მეორე კვარტალში უძრავი ქონების ფასი შემცირებულია და ბაკურიანში ამჟამად კვადრატული მეტრის ღირებულება $1,112-ია, ხოლო გუდაურში - $1,400. 

რამდენად მიმზიდველია მთის კურორტები უძრავ ქონებაში ინვესტირების თვალსაზრისით და როგორია ზაფხულის სეზონი?

სტუმარი: ერეკლე კოკაია - "ინნ ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები