“მგზავრები ჯგუფის“ დამფუძნებელმა დავით ცერცვაძემ BMGtv-ის გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას მუნიციპალიტეტების მთავრობებთან ურთიერთობის პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, არაკვალიფიციურობისა და დეცენტრალიზაციის დაბალი ხარისხის გამო, ხშირად ადგილობრივი მთავრობების ხელმძღვანელები არათუ ინვესტიციების მოზიდვით არიან დაკავებულები, არამედ ხელს უშლიან ახალი პროექტების დაწყებას. მისივე თქმით, ინვესტორების განწყობაზე მკვეთრ ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. როგორია ბიზნეს გარემო ქვეყანაში?
სტუმარი: დავით ცერცვაძე - “მგზავრები ჯგუფის“ დამფუძნებელი;


































