მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად მიმზიდველია სასტუმრო ბიზნესი ინვესტორებისთვის?

2024 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 6.3%-ით გაიზარდა და 2.7 მლნ ვიზიტი შეადგინა. 2024 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის მთავარი განმაპირობებელი იყო თურქეთიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან, აზერბაიჯანიდან და ისრაელიდან განხორციელებული ვიზიტების მატება.მაგალითისთვის, ინდოეთიდან ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 64.3%-ით ხოლო ჩინეთიდან ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 159.5%-ით.

ოფიციალური სტატისტიკით, 2024 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა კვარტალურ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და $807.7 მილიონი შეადგინა და პროგნოზის მიხედვით, ტურიზმიდან შემოსავალი 2024 წელს 4,5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. აქვე აღსანიშნავია, რომ დაგეგმილია მნიშვნელოვანი ზრდა განთავსების ობიექტების რაოდენობასთან დაკავშირებით. ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024-2028 წლებში დაგეგმილია სულ 324 განთავსების ობიექტის მშენებლობა, სადაც ჯამში 18.8 ათასი ოთახი იქნება. მათგან 22 იქნება ბრენდული სასტუმრო.

სტუმრები: მარიამ ქოიავა - SavvY-ის მმართველი პარტნიორი;

კენტ კუპერი - Silk Hospitality-ის უფროსი კომერციული ოფიცერი;

საუბარს სინქრონულად თარგმნის NG Georgia

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები