ზამთრის კურორტებისგან განსხვავებული მდგომარეობაა თბილისში მდებარე სასტუმროებში. Holiday Inn Express-ში ამბობენ, რომ თბილისში სასტუმროების ნაწილი, მიმდინარე მდგომარეობის გათვალისწინებით დაიკეტა, ნაწილი კი რთული ფინანსური მაჩვენებლებით აგრძელებს ოპერირებას.
რაც შეეხება ბოლო პერიოდში გაყიდვის გახშირებულ ფაქტებს, მმართველი კომპანიის ხელმძღვანელის, ქეთი მიქაშავიძის შეფასებით, ეს კრიზისთან დაკავშირებული არ არის.
რამდენად მიმზიდველია სასტუმროში ინვესტირება და როგორ მუშაობენ თბილისში მდებარე ობიექტები?
სტუმარი: ქეთი მიქაშავიძე - Holiday Inn Express-ის მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი


































