რა იცვლება ქართული კომპანიისთვის, როდესაც ადგილობრივი ბაზრიდან - საერთაშორისო ბაზარზე გადის? ჩნდება ახალი პარტნიორები და ახალი შესაძლებლობები, თუმცა იზრდება მოთხოვნებიც, რომლებსაც ბიზნესი უნდა მოერგოს. სწორედ ამ რეალობისთვის მოსამზადებლად, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი, დანიის ინდუსტრიის პროექტის ფარგლებში და „ახალი დემოკრატიის ფონდის“ მწვანე და სამართლიანი გადასვლის კომპონენტის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო კომპანიებისთვის საპილოტე ინიციატივას ახორციელებს. პროექტში მონაწილე კომპანიებმა საკუთარი გარემოსდაცვითი და სოციალური პრაქტიკა შეაფასეს, მიიღეს ინდივიდუალური რეკომენდაციები და დღეს უკეთ ხედავენ, დამატებით რა შეიძლება გააკეთონ იმისთვის, რომ საერთაშორისო ბაზრებისა და პარტნიორების მოთხოვნებს უფრო მომზადებულები შეხვდნენ. ამ პროცესში განსაკუთრებით საინტერესოა იმ კომპანიების გამოცდილება, რომლებმაც გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვა უკვე პრაქტიკულ ბიზნესცვლილებებად აქციეს და საერთაშორისო განვითარების მიმართულებით, კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგეს. სწორედ ასეთ მაგალითებზე ვისაუბრებთ დღეს. რა იცვლება რეალურ ბიზნესში? რას ითხოვენ უცხოელი პარტნიორები, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტები საერთაშორისო ბაზრებზე მუშაობისთვის და რა შეიძლება ისწავლონ ამ გამოცდილებიდან სხვა ქართულმა კომპანიებმა?
რუბრიკის ავტორი&წამყვანი: თამარ ღუნაშვილი - გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი;
სტუმრები: ვერონიკა გოგოხია - Georgian Packaging-ის გენერალური მენეჯერი;
ილია გეფერიძე - Gepherrini-ს დამფუძნებელი და დირექტორი






























