დღევანდელი ვითარება არის დინების მიყოლა“ - სამასპინძლო ინდუსტრიის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ ტურისტების კონტიგენტის ცვლილებას სარესტორნო ბიზნესი მზად ვერ დახვდა. თუ ქართული გასტრონომია ევროპელი ტურისტისთვის მოგზაურობის განუყოფელი ნაწილი იყო, განსხვავებული მოთხოვნები აქვთ აზიელ ვიზიტორებს, რომლებიც მიმდინარე ტურისტულ სეზონზე დომინირებენ. რამდენად მზად არის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია აზიური ბაზრებიდან სტუმრებს სათანადო სერვისი შესთავაზოს და კონკრეტულად რა ინტერესები გააჩნიათ მათ საქართველოში მოგზაურობისას?