მსოფლიოში ყავის მოხმარება ზრდას აჩვენებს. პლანეტის მოსახლეობა ყოველდღიურად 2 მილიარდ 250 მილიონ ფინჯანს ყავას მიირთმევს. მსოფლიოში ყავის მარცვლის ყველაზე დიდი მწარმოებელი ბრაზილიაა, შესაბამისად, გლობალური ექსპორტის 18%-იან წილსაც სწორედ ეს ქვეყანა შეადგენს. ყავის მოხმარება მზარდია საქართველოში. ამას ადასტურებს გაზრდილი იმპორტის ღირებულება. როგორც სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, განსაკუთრებით მზარდი ინტერესი ფიქსირდება ხარისხიან ყავაზე, რომლის ძირითადი მომხმარებელიც სტუმარმასპინძლობის სექტორია. როგორია ყავის მოხმარების ტენდენციები მსოფლიოში და საქართველოში?