მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად პოპულარულია რუსული სოციალური ქსელი Odnoklassniki საქართველოში?

5fad6e2c01d93
BM.GE
13.11.20 00:00
2998

რუსული სოციალური ქსელი Odnoklassniki, რომელიც 2006 წელს გამოჩნდა, რუსეთსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში პოპულარობას დღემდე არ კარგავს. საქართველოში დარეგისტრირებული ანგარიშების რაოდენობა ამჟამად დაახლოებით 11 მილიონს შეადგენს.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, რომელიც კომპანიამ bm.ge-ის მიაწოდა, საქართველოში ყოველთვიურად აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 760 000-ია.

ზოგადად კი Odnoklassniki-ს ყველაზე მეტი მომხმარებელი რუსეთში (43 მლნ), ბელარუსში (2.8 მლნ) და ყაზახეთში (2.6 მლნ) ჰყავს.

საერთო ჯამში ვებგვერდს 400 მილიონზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს.

ცნობისთვის, Odnoklassniki რუსეთში რიგით მეორე ყველაზე პოპულარული ქსელია VKontakte-ს შემდეგ, Facebook-ი კი რუსეთში მესამე ადგილასაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები