ქართული მობილური ოპერატორის, „სელფი მობაილის“ 65 მილიონი ლარის მოცულობის ობლიგაციების გამოშვების დახურვასთან დაკავშირებით, არსებული და პოტენციური ინვესტორებისთვის, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე „სელფი მობაილის“, განთავსების აგენტების - „გალტ & თაგარტის“ და თიბისი კაპიტალის, ასევე საპენსიო სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული ბანკის მონაწილეობით პანელური დისკუსიაც გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც ობლიგაციების განთავსების დეტალები და საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება მიმოიხილეს. აღსანიშნავია, რომ „სელფი მობაილის“ ობლიგაციებზე ინვესტორების მხრიდან უპრეცედენტო მოთხოვნა დაფიქსირდა, რომელმაც მიწოდებას 25%-ით გადააჭარბა. ასევე აღსანიშნავია საპენსიო სააგენტოს მხრიდან მაღალი დაინტერესება, რაც სააგენტოს მიერ ქართულ ფასიან ქაღალდებში აქამდე განხორციელებულ ყველაზე მსხვილ განთავსებაში აისახა.
სტუმრები: თამარ გახარია - სიბიეს ჯგუფის ფინანსური დირექტორი;
თინა სიმონიშვილი - თიბისი კაპიტალის საინვესტიციო საბანკო საქმიანობის ვიცე-პრეზიდენტი;
ვანო კიკვილაშვილი - Galt&Taggart-ის კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე;