კერძო სექტორის ნაწილი პოტენციური რისკების მქონე ნაგებობებზე ადრეული განგაშის სისტემების მონტაჟს ითხოვს. საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნულ კომიტეტში აცხადებენ, რომ ქვეყანაში მსგავსი ტიპის სისტემები მხოლოდ ორ ჰესზეა დამონტაჟებული. შესაბამისად, ენერგეტიკოსები აცხადებენ, რომ კაშხლების კონტროლი და რეგლამენტი აუცილებელია. როგორც ირკვევა, კაშხლების უსაფრთხოებისა და შემოწმებების შესახებ სემეკი კანონპროექტს ამზადებს და ნაგებობის ნებისმიერი მფლობელი ვალდებული იქნება, უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად დაიცვას. როგორია საქართველოში კაშხლების უსაფრთხოების დონე და რა ცვლილებას გეგმავს მარეგულირებელი?