მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად უსაფრთხოა რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავები?

BM.GE
17.05.23 11:16
191
საქართველოს ავიაციის სააგენტოსგან 15 მაისს ნებართვა უკვე მიიღო აზიმუტ ეარლაინსმა, რომელიც მოსკოვი - თბილისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე დღეიდან კვირაში შვიდი სიხშირით იფრენს. ერთია ის, რომ ქართული ცა მხოლოდ იმ თვითმფრინავებისთვის გაიხსნება, რომლებიც არ ხვდებიან სანქცირებულთა სიაში, თუმცა ლეგიტიმური კითხვები არსებობს რამდენად უსაფრთხოა რუსული ავიაკომპანიების სერვისი.

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერ პიტერ სტანო აცხადებს, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენა შეშფოთებას იწვევს საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით. ამასთან, სტანო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უსაფრთხოების მნიშვნელოვანი პრობლემების ფონზე, არ დაუშვას სახიფათო რუსული თვითმფრინავები თავის ტერიტორიაზე. მისი განცხადებით, სანქციების გამო რუსული თვითმფრინავების პარკის 95%-ს არ შეუძლია თვითმფრინავების განახლება, რაც აუცილებელია საერთაშორისო ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესანარჩუნებლად. რამდენად უსაფრთხოა რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავები?

სტუმარი: გიორგი კოდუა - „ეარ ჯორჯიას“ დამფუძნებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები