მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ადამიანი მუშაობს მთავრობის ადმინისტრაციაში შტატგარეშედ? - პასუხი სადეპუტატო კითხვაზე

მთავრობის ადმინისტრაცია კანცელარია მთავრობა

მიმდინარე წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დასაქმებულია სულ - 170 საჯარო მოხელე და 121 შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, - ამის შესახებ მთავრობის ინფორმაციაშია აღნიშნული, რომელიც უწყებამ ოპოზიციონერ დეპუტატს, რომან გოცირიძეს გაუგზავნა.

გოცირიძემ მთავრობის ადმინისტრაციას სადეპუტატო კითხვებით მიმართა:

  1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ (შტატგარეშე) პირთა რაოდენობის შესახებ;
    2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საშტატო ერთეულებზე დასაქმებულ პირთა რაოდენობის შესახებ;

წელს მთავრობის ადმინისტრაციის მთლიანი ბიუჯეტი 24 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც სახელფასო ხარჯად 10.15 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული. ამასთან, ბიუჯეტის მიხედვით შტატების ზღვრული რიცხოვნობა 227-ია, რაც ფაქტობრივ მაჩვენებელთან შედარებით 64-ით ნაკლებია. ამასთან, დასაქმებულთა ზღვრული რაოდენობის კადრებისთვის გათვალისწინებული ანაზღაურება თვეში 3,700 ლარს (ხელზე 2,980 ლარს) შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები