2025 წელს სოციალური მედია თითქმის უნივერსალურ ფენომენად იქცა, რადგან მსოფლიოს მოსახლეობის 65%-ზე მეტი აქტიურად იყენებს სულ მცირე ერთ პლატფორმას მაინც.
ისეთი პლატფორმები, როგორებიცაა Facebook, YouTube და WhatsApp დომინირებენ გლობალურ ჩართულობაში. თითოეული მათგანი ყოველდღიურად მილიარდობით მომხმარებელს ერთმანეთთან აკავშირებს.
Demandsage-ის სტატისტიკით:
- სოციალურ მედიას დაახლოებით 5.41 მილიარდი ადამიანი იყენებს, რაც მსოფლიო მოსახლეობის 65.7%-ს შეადგენს; ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათი რიცხვი 241 მილიონით გაიზარდა.
- ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსახლეობის 73% (დაახლოებით 253 მილიონი) აქტიურია სოციალურ ქსელებში;
- Facebook კვლავ უდიდესი პლატფორმაა, 3.07 მილიარდზე მეტი მომხმარებლით;
- ადამიანები სოციალურ მედიაში დღეში საშუალოდ 2 საათსა და 21 წუთს ატარებენ;
- მომხმარებლები, როგორც წესი, ყოველთვიურად დაახლოებით 6.8 სხვადასხვა სოციალურ მედია პლატფორმას იყენებენ;
- სოციალურ ქსელებში 5.24 მილიარდი აქტიური იდენტობაა, რაც წინა წელთან შედარებით 4.1%-იან ზრდას ასახავს.
რომელ ქვეყანას ჰყავს სოციალური ქსელის ყველაზე მეტი მომხმარებელი?
Statista-ს თანახმად, სოციალურ პლატფორმებს ყველაზე მეტი მომხმარებელი ჩინეთში ჰყავთ. ქვეყანაში 1.18 მილიარდი ადამიანი იყენებს სოციალურ მედიას და მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი 2030 წლისთვის 1.36 მილიარდს მიაღწევს.
| ქვეყანა | 2025 (მლნ) | 2030 (მლნ) |
|---|---|---|
| ჩინეთი | 1,185.78 | 1,361.94 |
| ინდოეთი | 874.45 | 1,127.08 |
| ამერიკის შეერთებული შტატები | 312.99 | 328.91 |
| ინდონეზია | 203.35 | 235.58 |
| ბრაზილია | 160.06 | 181.39 |
| რუსეთი | 132.21 | 138.30 |
| პაკისტანი | 130.30 | 262.83 |
| ფილიპინები | 114.62 | 123.88 |
| მექსიკა | 114.28 | 127.56 |
| იაპონია | 103.65 | 107.84 |
| ვიეტნამი | 91.05 | 99.75 |
| ნიგერია | 85.95 | 103.47 |
| ეგვიპტე | 83.81 | 98.74 |
სოციალური მედიის გლობალური გავრცელების მაჩვენებელი 63%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ორი მესამედი აქტიურია სულ მცირე ერთ პლატფორმაზე.
ზოგიერთი ქვეყანა ამ საშუალო მაჩვენებელს გაცილებით აღემატება, საუდის არაბეთი კი 102%-იან შეღწევადობის მაჩვენებელს აფიქსირებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბევრ ადამიანს ერთზე მეტი ანგარიში აქვს.
სოციალური მედიის შეღწევადობის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით
| ქვეყანა / რეგიონი | შეღწევადობის მაჩვენებელი |
|---|---|
| საუდის არაბეთი | 102% |
| არაბთა გაერთიანებული საამიროები | 96% |
| სამხრეთ კორეა | 94% |
| სინგაპური | 88% |
| მალაიზია | 84% |
| ჰონგ-კონგი | 83% |
| ესპანეთი | 82% |
| შვედეთი | 81% |
| ნიდერლანდები | 80% |
| ავსტრია | 80% |
გლობალურად, სოციალურ მედიას მამაკაცი მომხმარებლების ოდნავ მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს, მომხმარებელთა საერთო რაოდენობის 54.6% კაცია, ხოლო 45.4% - ქალი.
ყველაზე ხშირად გამოყენებული სოციალური პლატფორმები
რაც შეეხება ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელებს, Facebook-თან ერთად, რეიტინგში Instagram და WhatsApp-იც ლიდერობენ.
| # | პლატფორმა | მლნ მომხმარებელი |
|---|---|---|
| 1 | 3,070 | |
| 2 | 3,000 | |
| 2 | 3,000 | |
| 4 | YouTube | 2,580 |
| 5 | TikTok | 1,990 |
| 6 | 1,410 | |
| 7 | Telegram | 1,000 |
| 8 | Messenger | 942 |
| 9 | Snapchat | 932 |
| 10 | 765 |



























