2023 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბალანსზე 22 ავტომობილი ირიცხებოდა. რაოდენობა 2022 წელთან შედარებით მხოლოდ ერთით ნაკლებია.
ავტომობილების უმრავლესობა 2011-2012 წლებშია გამოშვებული, არის ასევე 2008 წელს და 2022 წელს გამოშვებული ავტომობილებიც.
ადმინისტრაციის გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2022 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბალანსზე 23 ავტომობილი იყო, ხოლო სხვა წლების სტატისტიკა საიტზე ხელმისაწვდომი არ არის.
ამასთან, 2023 წელს ადმინისტრაციის მიერ საწვავისთვის გაწეულმა ხარჯმა შეადგინა: ბენზინისთვის - 74 324 ლარი, დიზელისთვის - 1 459 ლარი. ხოლო 2022 წელს ადმინისტრაციის მიერ საწვავისთვის გაწეულმა ხარჯმა შეადგინა: ბენზინისთვის - 108 836ლარი; დიზელისთვის - 3 451 ლარი.