ერთი შეხედვით უწყინარი ხუმრობა, რომელიც საერთაშორისო სკანდალად და მილიონების დაკარგვის მიზეზად იქცა. კილიან მბაპეს ჩინელი პოლიტიკური ლიდერის, მაო ძედუნის გამოსახულებით შექმნილმა მიმმა ისეთი რეაქცია გამოიწვია, რომ ფრანგ ფეხბურთელს რამდენიმე მსხვილმა ჩინურმა კომპანიამ კონტრაქტები გაუწყვიტა, მის ანგარიშებს სოციალურ ქსელებში შეზღუდვები დაუწესეს, ხოლო ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიამ ესპანეთის ჩემპიონატის ტრანსლაციებიც შეაჩერა. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ლა ლიგის მრავალმილიონიანი შემოსავალიც. რატომ იქცა ერთი ხუმრობა საერთაშორისო დაპირისპირების მიზეზად, რამდენი მილიონი დაკარგა მბაპემ და როგორ გადაიზარდა პირადი სკანდალი მთელი საფეხბურთო ლიგის პრობლემად?






























