მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი დღეა საჭირო ევროპის ქვეყნებში სახმელეთო გზით მოცვის ტრანსპორტირებისთვის? - “აგრო ლეინის” განმარტება

6410420582bbe
ლიკა გურაბანიძე
19.03.23 17:00
1210
ქართული ლურჯი მოცვის კომპანია “აგრო ლეინი” 100-100 ტონა ლურჯ მოცვს ევროპისა და გალფის ქვეყნებში გაიტანს, ხოლო 100 ტონას საქართველოში და მის მეზობელ ქვეყნებში გაყიდის.

როგორც “საქმიან დილას” კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი ღვინიაშვილმა განუცხადა, გადაზიდვა სახმელეთო გზით მოხდება, რისთვისაც 5-8 დღეა საჭირო.

"ქვეყნიდან ლურჯი მოცვის თითქმის 95% რუსეთის ბაზარზე გადის, რაც პრობლემაა, ჩვენი ძირითადი გათვლა ევროპაა, თუმცა ამ ნაწილში სიშორის გამო, ლოგისტიკის პრობლემას ვაწყდებით. თვითმფრინავით მიწოდება ევროკავშირში ჩვენ ევროპელ მწარმოებლებთან შედარებით არაკონკურენტუნარიანს გვხდის ამიტომ, ჩვენ პროდუქციის გატანა სახმელეთო გზით გვსურს. ლურჯი მოცვის საცდელი გადაზიდვა გასულ წელს უკვე გვქონდა და ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად ვაპირებთ. 5-8 დღეა საჭირო ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში სახმელეთო გზით პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის,” - განმარტა გიორგი ღვინიაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ევროპაში კომპანიის ძირითადი ბაზარი პოლონეთი იქნება და 1 კგ ლურჯი მოცვის ფასი საშუალოდ 3-დან 4 ევრომდე იქნება.

“პოლონეთში მოცვის აღება უფრო გვიან იწყება ვიდრე ჩვენთან. შედეგად, იქ კომპანიები მოცვის მოსავლიანობის გახანგრძლივებით დაინტერესებულები არიან, დაიწყებენ გაყიდვებს ჩვენი მოცვით და შემდგომ პოლონურით გააგრძელებენ, ამიტომ ეს ჩვენთვის კარგი ფანჯარაა. ჩვენი მოცვი პოლონური "ტრეიდერის" სახელით შეიფუთება და გაიყიდება, შეფუთვას წარმოებულია საქართველოში დაეწერება. შეუფუთავი მოცვის გაგზავნა გვაძლევს იმის საშუალებას რომ ის ხარისხი ჩავიდეს, რასაც გავუშვებთ და არ გაფუჭდეს,” - განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა.

ცნობისთვის: საქართველოში მოცვის მოსავლიანობა ივნის-ივლისში იწყება. საქართველოდან მოცვის ექსპორტის მაჩვენებლები ყოველწლიურად იზრდება. 2022 წელს ქვეყნიდან 8.5 მილიონი დოლარის ღირებულების კენკრა გავიდა, რომლის ძირითადი ნაწილი (97%) სწორედ მოცვი იყო. ექსპორტირებული მოცვის მოცულობამ 1 390 ტონას გადააჭარბა. პროდუქციის 89% კი რუსეთის ბაზარზე გავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები